სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების ინიციატივა ჩავარდა
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული ინიციატივა ჩავარდა.
imedinews-ის ცნობით, დეპუტატებმა ვერ გაიგეს, თუ რა კანონპროექტზე იყო ლაპარაკი ცუდი აკუსტიკის გამო. ამის შემდეგ, დეპუტატმა ლევან კობერიძემ ითხოვა განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უარი უთხრა.
შესაბამისად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტი მიღებული არ არის. საკითხს პარლამენტი მთავრობის თხოვნით დაჩქარებული წესით იხილავდა.
პირველი მოსმენის პროცედურა თავიდან იქნება გასავლელი.
კანონპროექტით, იგეგმებოდა სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება.
imedinews.ge
სიახლეები
- "ბიზნესის შემდეგ, მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირების ჯერი დადგა" - სალომე ზურაბიშვილი
- კიევში ადასტურებენ დრონებით შეტევას რუსეთში, ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე
- ლევან რატიანის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა დადებითი დინამიკითაა
- ”ანა წითლიძისგან მოვისმინეთ აღიარება, რომ მამუკა ხაზარაძე ჩემოდნებით დაატარებს „შავ ფულს“, რათა პოლიტიკოსები და ჟურნალისტები მოისყიდოს” – პაპუაშვილი
- “„ლელო“ ფულს იხდიდა, მათ შორის ჩვენც გვეუბნებოდნენ, ოღონდ თქვენ არ დაგვარტყათ და…” - ანი წითლიძე