"სალომე ზურაბიშვილმა, როგორც საერთო ოპოზიციურმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, უნდა დაიწყოს საპრეზიდენტო კამპანია, რომელიც ოპოზიციურ ფლანგს ახალ დინამიკას მისცემს"
ოპოზიციის გამსხვილების პროცესი ძალიან კარგია. ოთხი პოლიტიკური ბლოკის შემკვრელი სტრუქტურა გამოიკვეთა. ეს უკეთესია, ვიდრე მეტი დაქსაქსულობა, თუმცა ოპოზიციური ფლანგის მეტი გამსხვილება კიდევ უფრო უკეთესი იქნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უკეთესი იქნება, თუ ოპოზიციური ფლანგი ორი დიდი კოალიციის შეკვრას მოახერხებს.
„ჯერ არის დრო და თითოეულ ბლოკს შეუძლია, გარეთ დარჩენილი პარტიებით, პოლიტიკური ჯგუფებით და ცალკეული პოლიტიკურად აქტიური პირებით გაძლიერდნენ. არ უნდა მოხდეს, რომ გარეთ დარჩეს რომელიმე პარტია, რომელსაც თუნდაც ნახევარპროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. ერთმა ან ორმა პროცენტმა შეიძლება, ბევრი რამ გადაწყვიტოს. სალომე ზურაბიშვილმა, როგორც საერთო ოპოზიციურმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, საპრეზიდენტო კამპანია უნდა დაიწყოს. საპრეზიდენტო კამპანია ოპოზიციურ ფლანგს ახალ დინამიკას მისცემს. სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პროცესში იმ პროგრამით მონაწილეობა, რაც ქარტიაშია გაწერილი, ოპოზიციურ ფლანგზე, შეიძლება, მეტი სიცოცხლის შემომტანი აღმოჩნდეს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ?"- კახა კალაძე
- „ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა" - გიორგი გახარია
- ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 დეკემბრისთვის