"მე არ ვარ ის კაცი, ვინც ვინმეს დაარწმუნებს ვინ არ ვარ, ყველას ვუყვები ვინ ვარ" - ნიკა გვარამია
მე არ ვარ ის კაცი, ვინც ვინმეს დაარწმუნებს ვინ არ ვარ, მე ყველას ვუყვები ვინ ვარ , - ასე უპასუხა პარტია "ახალის" თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ, ჟურნალისტების შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არწმუნებს ის ამომრჩეველს, რომ აღარაა "ნაციონალურ მოძრაობაში".
მისივე თქმით, ის საუბრობს პარტია "ახალის" სახელით.
"მე არავის არ ვარწმუნებ, სად აღარ ვარ, მე ვარწმუნებ ვინ ვარ. მე ვარ ნიკა გვარამია, ჩვენს პარტიას ჰქვია "ახალი" და ჩვენი ნომერია 4. არავის არაფერში არ ვარწმუნებ სხვაში, ვინ არ ვარ. მე არ ვარ ის კაცი, ვინც ვინმეს დაარწმუნებს ვინ არ ვარ, მე ყველას ვუყვები ვინ ვარ", - განაცხადა გვარამიამ.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა