"დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც უკრაინა და საქართველო ევროკავშირის ნაწილი იქნებიან - ერთად და სამუდამოდ" - ზელენსკი
მშვიდობის გლობალური სამიტის დროს შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დღე, როდესაც უკრაინა და საქართველო ევროკავშირის ნაწილი იქნებიან - ერთად და სამუდამოდ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობა და უსაფრთხოების გამოწვევები, „რომლებიც ჩვენი ქვეყნების წინაშე დგას“.
„პრეზიდენტ ზურაბიშვილს უკრაინის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ რუსული საჰაერო ტერორის შესახებ შევატყობინე. ჩვენი ქვეყანა ყველა ძალისხმევას იღებს, რათა ენერგიის გენერაცია აღადგინოს.
მადლობა გადავუხადე საქართველოს პრეზიდენტს მისი მხარდაჭერისთვისა და მშვიდობის სამიტში მონაწილეობისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ ერთად ვართ.
დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დღე, როდესაც უკრაინა და საქართველო ევროკავშირის ნაწილი იქნებიან - ერთად და სამუდამოდ,” - წერს ზელენსკი.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა