"ოპოზიციამ რამდენჯერმე დაამტკიცა, რომ დამოუკიდებელი ნება არა აქვთ" - შალვა პაპუაშვილი
ოპოზიციამ რამდენჯერმე დაამტკიცა, რომ დამოუკიდებელი ნება არა აქვთ - „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით უყურებენ, რას ეტყვიან მათი პატრონები და მფარველები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ელოდება, რა განცხადებები გაკეთდება დასავლეთში „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე და შემდეგ იმავეს გაიმეორებენ.
„ოპოზიციამ რამდენჯერმე დაამტკიცა, რომ დამოუკიდებელი ნება არა აქვთ, არ სცემენ პატივს და არ არიან დამოკიდებული თავიანთ ამომრჩეველზე. უყურებენ, რას ეტყვიან მათი პატრონები და მფარველები, რა სიგნალიც მიუვათ, ზუსტად ასე მოიქცევიან. არ უნდა ვუყუროთ ოპოზიციას, უნდა დავაკვირდეთ, რა განცხადებები იქნება გარედან, აი, როგორიც იქნება ტონალობა და მიმართულება, ზუსტად იმისი ასლი და კოპირება მოხდება ოპოზიციის მხრიდან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა