"არაერთგზის შევთავაზე ჩვენი კანონის ოპონენტებს, მოსულიყვნენ და ერთად მიგვეღო მონაწილეობა საჯარო დისკუსიაში, თუმცა არ ისურვეს"
მე არაერთგზის შევთავაზე საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის ჩვენი კანონის ოპონენტებს, სხვადასხვა კუთხით, მოსულიყვნენ და ერთად მიგვეღო მონაწილეობა საჯარო დისკუსიაში, თუმცა მათ არ ისურვეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება ნებისმიერ დროს მზად არის საჯარო დისკუსიისთვის.
„საქართველოში არსებობს პოლიტიკური უმრავლესობა და პოლიტიკური უმცირესობა. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლებს. ისინიც არიან ჩვენი მოქალაქეები. სწორედ ამიტომ, მე არაერთგზის შევთავაზე საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის ჩვენი კანონის ოპონენტებს, სხვადასხვა კუთხით, მოსულიყვნენ და ერთად მიგვეღო მონაწილეობა საჯარო დისკუსიაში, თუმცა მათ არ ისურვეს. ნებისმიერ დროს მზად ვართ საჯარო დისკუსიისთვის. ჩვენი მხრიდან ყოველთვის არის ღიაობა, მოვუსმინოთ არა მხოლოდ პოლიტიკური უმრავლესობის, არამედ პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლებს“, – განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით
- ზღვის მარილი კურნავს? - მითები და რეალობა
- "უკრაინა ჩვენი მტერია" - ვიქტორ ორბანი
- "1000 ლარად ტელეკომპანია „იმედის“ გაყიდვა მეტყველებს იმაზე, ეს კომპანია გაკოტრებულია, რეალური ღირებულება 0-ის ტოლია"
- "მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით" - ირაკლი კობახიძე