"ვისაც ჰგონია, რომ სამსახურიდან სახლში სულ სპეცრაზმით ივლის, ძალიან ცდება, ასე მოუწევთ გაძურწვა, როგორც დღეს გაიძურწნენ მოღალატეები!"
ვისაც ჰგონია, რომ სამსახურიდან სახლში სულ სპეცრაზმით ივლის, ძალიან ცდება, ასე მოუწევთ გაძურწვა, როგორც დღეს გაიძურწნენ მოღალატეები! - ბრძოლა იწყება ახლა! - ეს განცხადება პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე “ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა.
ნაცვლიშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ არავინ აპირებს ქვეყანა რუსეთს და რუსეთის მსახურ ხელისუფლებას დაუთმოს.
“ეს ქვეყანა თქვენია და არა ივანიშვილის მონების, რომელთაც ქვეყანა 30 ვერცხლად გაყიდეს. ახლა საქართველოს დაბრუნების პროცესი იწყება, როდესაც რუსი ოლიგარქის მიერ მიტაცებულ საქართველოს ვიბრუნებთ ჩვენ - საქართველოს მოქალაქეები!
ამაყად ვამბობთ, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი და ამ ქვეყნის ადგილი არის ევროკავშირში!
გვექნება ევროპაც, კეთილდღეობაც, ტერიტორიულ მთლიანობასაც აღვადგენთ, ვიპოვით ჩვენს დებთან და ძმებთან მისასვლელ გზებს - საქართველო იქნება ისეთივე დიდებული, ერთიანი, ერთ მუშტად შეკრული და გამარჯვებული!“, - მიმართა ნაცვლიშვილმა აქციის მონაწილეებს.
პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით (4 - წინააღმდეგი) დაუჭირეს მხარი.
სიახლეები
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით
- ზღვის მარილი კურნავს? - მითები და რეალობა
- "უკრაინა ჩვენი მტერია" - ვიქტორ ორბანი
- "1000 ლარად ტელეკომპანია „იმედის“ გაყიდვა მეტყველებს იმაზე, ეს კომპანია გაკოტრებულია, რეალური ღირებულება 0-ის ტოლია"
- "მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით" - ირაკლი კობახიძე