"ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლების აქციაზე ყოფნა უარყოფითად აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნის, არამედ ევროკავშირის იმიჯზეც"
ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლების აქციაზე ყოფნა უარყოფითად აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების, არამედ ევროკავშირის იმიჯზეც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძე იმედოვნებს, რომ „მომავალში ასეთ არასერიოზულ აქტებს აღარ იხილავს“.
„ეს არის არასერიოზული. სამწუხარო ის არის, რომ როდესაც ევროკავშირის კონკრეტული წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები ასეთ ნაბიჯებს დგამენ, ეს უარყოფითად აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე ჩვენს ქვეყანაში, არამედ ევროკავშირის იმიჯზეც. იმედი მაქვს, მომავალში ასეთ არასერიოზულ აქტებს აღარ ვიხილავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს მიმართეს.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა