"საჭიროა აშშ-სთან მუშაობა, დიალოგი და საუბარი" - ირაკლი ღარიბაშვილი კონგრესმენების წერილზე
ამერიკა ჩვენი მრავალი ხნის პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფოა და საჭიროა მათთან მუშაობა, დიალოგი და საუბარი - პოზიციების დაახლოება და გამოსავლის პოვნა გვჭირდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენების მიერ ირაკლი კობახიძისადმი გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, „ეს ყველაფერი მიუღებელია“.
„ეს ყველაფერი მოსაწონი არაა, მიუღებელია. მიმაჩნია, რომ საჭიროა დიალოგი, საუბარი ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან. მეტი ახსნა გვჭირდება და პოზიციების დაახლოება, საბოლოოდ რაღაც გამოსავლის პოვნა, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. მთავარი ისაა, რომ ჩვენ უნდა ვეძებოთ ისეთი გამოსავალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააძლიერებს და არა ისეთი გამოსავალი თუ პრობლემა, რომელიც ქვეყანას დაასუსტებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილობით მიმართეს. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს შეშფოთება და მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს პარლამენტში ინიცირებული ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონი. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აცხადებენ, რომ შეუერთდებიან კოლეგებს და წაახალისებენ მოწოდებას სავიზო რეჟიმის გაფართოებასა და ფინანსურ სანქციებზე.
სიახლეები
- "ვეთანხმებით პრეზიდენტ ტრამპს, რომ რუსეთის „დიდი რვიანის“ ფორმატიდან გარიცხვა შეცდომა იყო“ - დიმიტრი პესკოვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 ივნისისთვის
- "მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფო ჩაუფიქრდეს, რა გააკეთოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის, ჩვენ შევძელით მშვიდობის შენარჩუნება" - შალვა პაპუაშვილი
- სანტექ.სერვისის ახალი ფილიალი ზუგდიდში
- 15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი