„ქართული ოცნების“ ელიტას სანქციები ნელ-ნელა უახლოვდება" - რომან გოცირიძე
სანქციები ნელ-ნელა უახლოვდება „ქართული ოცნების“ ელიტას. ვნახავთ, „აგენტების კანონის“ მიღების შემთხვევაში, როგორი რეაგირება ექნება არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებას, არამედ საქართველოს მოქალაქეებს, - ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნება” არ აპირებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ეს პროცესი აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემდეგ გაიყინება.
„აგენტების კანონის მიღება; 9 რეკომენდაციის არშესრულება, ყველა კანონპროექტი, რომელიც მიღებულია, ცესკოთი დაწყებული, დამთავრებული ქალთა კვოტებით - ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს პროცესი გაიყინება ამ კანონის მიღების შემდეგ და ბიძინა ივანიშვილი სანქციებს ვერ გადაურჩება. როდესაც სანქციებზე ვსაუბრობდით, არავის ეგონა, რომ შეიძლებოდა „ქართული ოცნების“ მოსამართლეები დასანქცირებულიყვნენ. ასევე, ნუ ექნება “ქართულ ოცნებას” იმის რწმენა, რომ როდესაც დაადგება რუსულ გზას და ქვეყნის ევროპისკენ სვლას შეაფერხებს, ეს გაუვა“, - განაცხადა გოცირიძემ.
მისი თქმით, “ქართული ოცნება” არის მატყუარა, “ევროპაში მსგავსი კანონი არ მიიღებოდა და არც მიიღება”.
„ქართული ოცნება” არის მატყუარა. სიცრუე, ორპირობა, დეზინფორმაცია, დემაგოგია - ეს “ქართული ოცნების” პროპაგანდისტული იარაღია. არსად, ევროპაში მსგავსი კანონი არ მიიღებოდა და არც მიიღება. ევროპაში მისაღები კანონი არ ეხება ევროკავშირის ქვეყნებს და ამ ქვეყნებიდან გამოყოფილ ფონდებს. ეს კანონები მიმართულია რუსეთისა და ავტორიტარული ქვეყნების წინააღმდეგ. ისევე როგორც ამერიკის კანონმდებლობაში არის ისეთი მუხლები, რომლებიც არაა მიმართული მეგობარი სახელმწიფოებისკენ. ეს კანონი არის რუსული კანონის კოპირება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
სიახლეები
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
- "ჯორჯ სოროსი ციხეში უნდა ჩასვან, ის ცუდი კაცია" - დონალდ ტრამპი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ინდიქტიონის ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს
- "ნგრევა, რასაც სისხლში ამოსვრილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გვთავაზობს, არის გზა, რომელიც მომავალ თაობას შეიწირავს და საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გააქრობს"
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა