"ქალებს პრიორიტეტს მივანიჭებთ, მაგრამ არ უნდა გვქონდეს დამოკიდებულება, რომ ქალი პარლამენტში იმიტომაა, რომ ქალია"
ქალთა კვოტირება ხელს არ უწყობს და არც შეუწყობს ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას, რადგან ისტორიულადაც ვიცით, რომ თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, ქალი ყოველთვის წარმატებული იქნება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, დაუშვებელია, რომ ქალი საარჩევნო სიაში ხელოვნურად შეიყვანო მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის ქალი.
„რაც შეეხება ოპონენტებს, არ მგონია, რომ ფულიანი ქალის სიაში ჩასმაც იყოს ცუდი. მათი განცხადება დისკრიმინაციულია. თუ უნდათ, ყოველი მეორე და მესამე ქალი ჩასვან სიაში ან ყველა ქალი ჩასვან, ვინ უშლით. რა თქმა უნდა, ქალებს პრიორიტეტს მივანიჭებთ, მაგრამ ეს ხელოვნურად არ უნდა მოხდეს, რადგან ეს არის დისკრიმინაცია. დამოკიდებულება არ უნდა იყოს, რომ ქალი პარლამენტში იმიტომაა, რომ მხოლოდ ქალია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა