„ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირს რეკომენდაციები თავზე გადაახია"- რომან გოცირიძე
ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“ თავზე გადაახია ევროკავშირს რეკომენდაციები, ვენეციის კომისიას თავისი დასკვნა და იღებენ ისეთ კანონს, რომელიც პირდაპირ მორგებულია მათ პოლიტიკურ ინტერესებზე - შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უარის თქმა ევროკავშირის რეკომენდაციებზე , - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" არანაირი რეკომენდაციების გათვალისწინებას არ აპირებს.
"ნაცვლად იმისა, რომ დღეს არსებული მდგომარეობა გაუმჯობესდეს, ფაქტობრივად, "ქართულმა ოცნებამ" თავზე გადაახია ევროკავშირს რეკომენდაციები, ვენეციის კომისიას თავისი დასკვნა და იღებენ ისეთ კანონს, რომელიც პირდაპირ მორგებულია "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ინტერესებზე, როდესაც ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეეძლება ოპოზიციისა და პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე. ეს ფაქტობრივად, არის გზავნილი ევროკავშირისადმი, რომ ისინი არ აპირებენ ისეთი რეკომენდაციების შესრულებას, რომელიც თუნდაც იოტისოდენად შეარბილებს ძალაუფლების შენარჩუნების ბერკეტებს, რომ მათთვის მთავარი და მნიშვნელოვანია ძალაუფლების შენარჩუნება და არა ქვეყანაზე ზრუნვა და ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უარის თქმა ევროკავშირის რეკომენდაციებზე," - განაცხადა გოცირიძემ.
სიახლეები
- ელოდება თუ არა მსოფლიოს არმაგედონი?! - "ჩვენ ისეთი საფრთხის წინაშე ვართ, რომელიც პლანეტაზე კარიბის კრიზისის დროიდან არ ყოფილა“
- დაგეგმე შენი დასვენება CozyWave-ში
- "ვეთანხმებით პრეზიდენტ ტრამპს, რომ რუსეთის „დიდი რვიანის“ ფორმატიდან გარიცხვა შეცდომა იყო“ - დიმიტრი პესკოვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 ივნისისთვის
- "მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფო ჩაუფიქრდეს, რა გააკეთოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის, ჩვენ შევძელით მშვიდობის შენარჩუნება" - შალვა პაპუაშვილი