"წინასწარ შინაარსის შეფასება გამიჭირდება" - ომბუდსმენი ლგბტ თემთან დაკავშირებულ კანონპროექტზე
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ლგბტ თემთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელზეც უმრავლესობა მუშაობს, წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებთან, უნდა იცავდეს თანასწორობის პრინციპს და არ ზღუდავდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.
იოსელიანი აცხადებს, რომ დეტალების შეფასებას კანონპროექტის გაცნობის შემდეგ შეძლებს.
„წინასწარ კანონპროექტის შინაარსის შეფასება გამიჭირდება, თუმცა ერთი რამ არის ცალსახა, ის წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებთან, უნდა იცავდეს თანასწორობის პრინციპს და არ ზღუდავდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ველოდები კანონპროექტს, რომლის გაცნობის შემდეგაც შევძლებ დეტალების შეფასებას,"- აცხადებს იოსელიანი.
ინფორმაციისთვის, უმრავლესობა ლგბტქ თემთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მუშაობს, რომლის წარდგენასაც პარლამენტში 2 კვირის ვადაში გეგმავს. როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, კანონპროექტი „ფსევდოლიბერალური ღირებულებებისგან“ და „ლგბტ პროპაგანდისგან“ საზოგადოების დაცვას ემსახურება.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა