"რისკები სააკაშვილის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაზრდილია" - პაატა მანჯგალაძე
რისკები სააკაშვილის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაზრდილია, ეს არ არის ციდან მოტანილი, პუტინს გრძელი ხელები აქვს და ყველგან სწვდება, თქვენ ადგილას არხეინად არ ვიქნებოდი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.
პაატა მანჯგალაძე ნავალნის გარდაცვალების საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ სააკაშვილის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რისკები გაზრდილია.
„რაც შეეხება ნავალნისთან დაკავშირებით, მთელი მსოფლიოა შეთანხმებული, რომ რუსეთი კაცის მკვლელი რეჟიმია, მე არავის სიკვდილი არ მიხარია მართლაც, რა განცხადებაც არ უნდა გაეკეთებინა საქართველოსთან დაკავშირებით, მე პირდაპირ ვამბობ, რომ რეჟიმის მსხვერპლია ნავალნი და სააკაშვილი და ნავალნი ერთმანეთთან პუტინმა გაათანაბრა, ეს რუსული წარმოშობის სააკაშვილიაო.
რისკები სააკაშვილის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაზრდილია, ეს არ არის ციდან მოტანილი, პუტინს გრძელი ხელები აქვს და ყველგან სწვდება, თქვენ ადგილას არხეინად არ ვიქნებოდი და ვიფიქრებდი იმაზე, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით სხვა ზომები ყოფილიყო მიღებული, არ გვინდა მუდმივი შიში და ტერორი, წინ გავიხედოთ, შევიდეთ ევროპაში და ავაშენოთ მშვიდობიანი, ძლიერი საქართველო“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
სიახლეები
- "1000 ლარად ტელეკომპანია „იმედის“ გაყიდვა მეტყველებს იმაზე, ეს კომპანია გაკოტრებულია, რეალური ღირებულება 0-ის ტოლია"
- "მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით" - ირაკლი კობახიძე
- "დღეს უმაღლესი განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე მდგომარეობაშია" - ირაკლი კობახიძე
- 6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ირანის რეჟიმში ბზარები ჩნდება": ყოფილი პრეზიდენტის მძიმე "წინასწარმეტყველება" - რას წერს The Daily Telegraph-ი