"წინა ხელისუფლების წინააღმდეგ ერთად ვიბრძოდით, ამდენი წელია, ერთმანეთს თანამებრძოლად მოვიაზრებდით"
წულუკიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და განაცხადა, რომ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს მთავრობამ შეძლო საქართველოს პარლამენტთან და სხვა სახელისუფლო სტრუქტურებთან ერთად შეენარჩუნებინა ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა.
„დღეს პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გაიმართა საქართველოს მთავრობის პირველი სხდომა. დღევანდელი მთავრობის პირველი სხდომა ახალი პრემიერის ხელმძღვანელობით შესანიშნავი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ მე, როგორც ამ მთავრობის წევრმა, მას წარმატებები ვუსურვო და მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის პირობებშიც ბოლო რამდენიმე წელიწადის განმავლობაში ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. ვიმუშავეთ ერთად და მისი ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობამ შეძლო საქართველოს პარლამენტთან და სხვა სახელისუფლო სტრუქტურებთან ერთად შეენარჩუნებინა ამ ქვეყანაში სტაბილურობა, მშვიდობა და ეჩვენებინა საკმაოდ შთანმბეჭდავი ეკონომიკური ზრდა.
ჩვენ დღეს მოგვეცა შესაძლებლობა, დაგვესახა სამომავლო მუშაობის გეგმები და ასევე ძირითად მიმართულებებზე გვესაუბრა და შევთანხმებულიყავით იმაზე, რომ ინდივიდუალურ რეჟიმში მოხდება სამინისტროების ხელმძღვანელობასთან შეხვედრები, რათა მომავალი თვეების სამუშაო კარგად ჩამოყალიბდეს და მთავრობამ, როგორც ერთმა ერთიანმა გუნდმა, კიდევ უფრო მაღალი შედეგი აჩვენოს, ვიდრე ეს იყო აქამდე.
მინდა, ბატონ ირაკლი კობახიძეს წარმატებები ვუსურვო. ჩვენ წინა ხელისუფლების წინააღმდეგ და იმ უსამართლობების წინააღმდეგ, რომელიც მაშინ ქვეყანაში სუფევდა, „ქართული ოცნების“ ფარგლებში ერთად ვიბრძოდით. რა თქმა უნდა, ამდენი წლის მანძილზე თანამებრძოლად მოვიაზრებდით ერთმანეთს და მადლობას ვუხდი მას კვლავ გამოცხადებული ნდობისათვის“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
სიახლეები
- "1000 ლარად ტელეკომპანია „იმედის“ გაყიდვა მეტყველებს იმაზე, ეს კომპანია გაკოტრებულია, რეალური ღირებულება 0-ის ტოლია"
- "მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით" - ირაკლი კობახიძე
- "დღეს უმაღლესი განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე მდგომარეობაშია" - ირაკლი კობახიძე
- 6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ირანის რეჟიმში ბზარები ჩნდება": ყოფილი პრეზიდენტის მძიმე "წინასწარმეტყველება" - რას წერს The Daily Telegraph-ი