"ამჯერად სანდრო რაქვიაშვილი დაათვალიერებს პრეზიდენტის სასახლეს, გამოვა და ცივ წყალს გადაასხამს იმ ხალხს, ვისაც დიდი მოლოდინი აქვს, რომ იქ ოპოზიციური ერთობა შედგება"
ამჯერად სანდრო რაქვიაშვილი დაათვალიერებს პრეზიდენტის სასახლეს, გამოვა და ცივ წყალს გადაასხამს იმ ხალხს, ვისაც დიდი მოლოდინი აქვს, რომ იქ ოპოზიციური ერთობა შედგება, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც პრეზიდენტთან მიმდინარე შეხვედრებს გამოეხმაურა.
ხვიჩიას განცხადებით, ჯერ "გირჩის" წარმომადგენლები შეხვედრაზე არ მიუწვევიათ.
„ჯერ არავინ გამოჩენილა, ჩვენ როგორც ყველაზე გემრიელ ლუკმას, ალბათ, ბოლოსთვის გვინახავენ ან ეს ჩემი ბოლო პერიოდის განცხადებებზე გაბრაზებას უნდა მივაწეროთ. ამჯერად სანდრო რაქვიაშვილი დაათვალიერებს პრეზიდენტის სასახლეს, ეს მოლოდინი გვაქვს. გამოვა, ამბავს მოგიყვებათ და ცოტა ცივ წყალს გადაასხამს იმ ხალხს, ვისაც დიდი მოლოდინი აქვს, რომ იქ ოპოზიციური ერთობა შედგება,"- განაცხადა ხვიჩიამ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან