"პროგრამა, აზრები, სიტყვები იგივეა - განსხვავება იყო ემოციაში" - რომან გოცირიძე
განსხვავება ემოციაში იყო. ის პრემიერ-მინისტრი დარბაზში ყვიროდა და ექსცენტრიკულად იქცეოდა, ეს კი უფრო მშვიდად და პრაგმატულად, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილი პროგრამა იგივეა, ასევე, ანალოგიურია დაპირებები, რომლებიც არ სრულდება.
„პროგრამა იგივეა, აზრები იგივეა, სიტყვები იგივეა. სიცრუე. დაპირებები, რომლებიც არ სრულდება. ტრადიციულად, სიცრუეზეა აგებული. განსხვავება იყო ემოციაში. ის პრემიერ-მინისტრი დარბაზში ყვიროდა და ექსცენტრიკულად იქცეოდა, ეს უფრო მშვიდად და პრაგმატულად. ფორმით განსხვავებული და შინაარსით იგივე," - განაცხადა გოცირიძემ.
გარდა ამისა, მან ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესის ცვლილების კომენტირებისას აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" ცესკოზე გავლენას კიდევ უფრო იძლიერებს.
"მაქსიმალურად ზღუდავს ოპოზიციის მონაწილეობას ამ პროცესში და რეალურად, კიდევ უფრო იძლიერებს ცესკოზე გავლენას," - აღნიშნა გოცირიძემ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან