"ვისურვებდი, სალომე ზურაბიშვილს ბოლო ზარზე მაინც ჰქონდეს ნორმალური გამოსვლა" - გურამ მაჭარაშვილი
ვისურვებდი, სალომე ზურაბიშვილს ბოლო ზარზე მაინც ჰქონდეს ნორმალური გამოსვლა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს პრეზიდენტის წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით განუცხადა.
„სულ მცირე, ქვეყანა არ ლანძღოს, ხელისუფლება არ გააშავოს, არ თქვას, რომ შეცდომა იყო სტატუსი, ქვეყანაში დემოკრატია არ არის და როცა სავალუტო ფონდი ამბობს, აღმავლობაა, არ თქვას, დაღმავლობაა. დიდი მოლოდინი არ მაქვს, რადგან, სამწუხაროდ, უცხოურ ძალებს წარმოადგენს. მოვიდეს ბოლო ზარზე მსუბუქად, ცარიელი ჩანთით და დაემშვიდობოს საზოგადოებას, ასე კარგად წავიდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წლიური ანგარიში დღეს უნდა წარუდგინოს. აღნიშნული თარიღი რეგლამენტით არის განსაზღვრული. რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციათა თავმჯდომარეები და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.
გამოსვლების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, გამოვიდეს დასკვნითი სიტყვით. სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის რანგში ეს ბოლი წლიური ანგარიში იქნება.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან