"ქართულ ოცნების“ ინტერესი ქართველი ხალხის კეთილდღეობა არ არის" - ლევან ხაბეიშვილი
სამწუხაროა, რომ მათ [„ქართულ ოცნებას“] პოლიტიკური გადაადგილებები უფრო აინტერესებთ, ვიდრე ხალხის პრობლემები - ეს გადაადგილება კიდევ ერთხელ გვეუბნება ერთ რამეს - მათი ინტერესი ქართველი ხალხის კეთილდღეობა არ არის,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „რაღაც მაგიდის გარშემო რამდენიმე ადგილი შეიცვალა“.
„სამწუხაროა, რომ მათ პოლიტიკური გადაადგილებები უფრო აინტერესებთ, ვიდრე ხალხის პრობლემები. ხვალიდან არც ემიგრაციიდან დაბრუნდება ხალხი; ემიგრაციაში წასვლას ვინც ფიქრობს, არც ის დაბრუნდება; არც ეკონომიკა არ გაიზრდება; არც გაზრდილი ფასები დაიკლებს; არც ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება. რაღაც მაგიდის გარშემო რამდენიმე ადგილი შეიცვალა. უნდა გვესმოდეს, რომ ამ ადამიანების ინტერესი ქართველ ხალხზე ზრუნვა არ არის. ისინი ზრუნავენ ივანიშვილის გამდიდრებაზე, საკუთარი ვილების აშენებაზე და საკუთარი სიმდიდრის შეძენაზე და არა ხალხის კეთილდღეობაზე ან სამუშაო ადგილებზე. ამიტომ, ეს გადაადგილება კიდევ ერთხელ გვეუბნება ერთ რამეს - მათი ინტერესი ქართველი ხალხის კეთილდღეობა არ არის“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა