"ვფიქრობ, რომ ყველა ფორმატში უნდა მივიღოთ მონაწილეობა იმისთვის, რომ მერე პატარა მიზეზიც არ ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“
ვფიქრობ, რომ ყველა ფორმატში უნდა მივიღოთ მონაწილეობა იმისთვის, რომ მერე პატარა მიზეზიც არ ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„შევთავაზე, რომ განვიხილოთ სამუშაო ჯგუფის შექმნა საარჩევნო კოდექსში, რაც მოწოდებაც იყო ევროკავშირის. ძალიან გულწრფელად რომ გითხრათ, არ მგონია, რომ სამუშაო ჯგუფის გარეშე „ქართულ ოცნებას“ რაიმე განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი ბერკეტების ჩადება უნდა. ვფიქრობ, რომ ყველა ფორმატში უნდა მივიღოთ მონაწილეობა იმისთვის, რომ მერე პატარა მიზეზიც არ ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“, - აღნიშნა დეკანოიძემ.
ევროკომისიის 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი და მმართველი გუნდის წევრები ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან. „ლელომ“ ევროკავშირის 9 პრიორიტეტის შესრულების საკითხზე შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადა.
სიახლეები
- "1000 ლარად ტელეკომპანია „იმედის“ გაყიდვა მეტყველებს იმაზე, ეს კომპანია გაკოტრებულია, რეალური ღირებულება 0-ის ტოლია"
- "მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით" - ირაკლი კობახიძე
- "დღეს უმაღლესი განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე მდგომარეობაშია" - ირაკლი კობახიძე
- 6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ირანის რეჟიმში ბზარები ჩნდება": ყოფილი პრეზიდენტის მძიმე "წინასწარმეტყველება" - რას წერს The Daily Telegraph-ი