"გვაქვს მოლოდინი, კიდევ უფრო მყარი უმრავლესობით მოვიდეთ ხელისუფლებაში" - ალუდა ღუდუშაური
ჩვენი რეიტინგი იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ გვაქვს მოლოდინი, კიდევ უფრო მეტი, მყარი უმრავლესობით მოვიდეთ ხელისუფლებაში - ისეთი წონის და პოლიტიკური რეიტინგის მქონე პირის ჩართვის საჭიროება, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, არ არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ აპირებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას, გამომდინარე იქიდან, რომ „ის გუშინ საზოგადოებაში ღიად გამოჩნდა“.
როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, აჟიოტაჟი, რაც ივანიშვილის გამოჩენას მოჰყვება ხოლმე, მეტყველებს იმაზე, თუ რამხელა ავტორიტეტი აქვს მას.
„ის, რომ ბიძინა ივანიშვილი სარგებლობს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების პატივისცემით და სიყვარულით და მას აქვს მოქალაქეების განუზომლად დიდი მხარდაჭერა, ეს ფაქტია. ის, რომ მისი რამდენიმე წუთით თუ საათით გამოჩენას აჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე რადიკალური ოპოზიციის თუ ტელევიზიების მხრიდან, ესეც მეტყველებს, რაოდენ დიდია მისი ავტორიტეტი ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება მის პოლიტიკაში შემობრუნებაზე საკითხს, არ მგონია დღეს „ქართულ ოცნებას” ამის საჭიროება ჰქონდეს. ჩვენი რეიტინგი ნამდვილად იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ გვაქვს მოლოდინი, კიდევ უფრო მეტი, მყარი უმრავლესობით მოვიდეთ ხელისუფლებაში და 2024 წლის არჩევნებზე კიდევ უფრო წარმატებული შედეგი დავდოთ. ისეთი წონის და პოლიტიკური რეიტინგის მქონე პირის ჩართვის საჭიროება, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, არ არის”,- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილი რუსთაველის თეატრში, რამაზ ჩხიკვაძის საიუბილეო საღამოზე, მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად გამოჩნდა.
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
- საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
- ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ