"სწორია, ხელმოცარულები უნდა იყვნენ პატარა ჯგუფებად, მათი ადგილი არა საზეიმო, არამედ ლუზერების პლატფორმაზეა"
სწორია! ეს ხელმოცარულები ასე უნდა იყვნენ ცალკე რაღაცა პატარა ჯგუფებად და იქ იზეიმონ. მათი ადგილი არა საზეიმო პლატფორმაზე, არამედ ლუზერების პლატფორმაზეა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, "რას ნიშნავს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების აღნიშვნას ცალკე გეგმავენ".
მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი დამსახურებულად მიენიჭა და აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება ეკუთვნის ყველას, ვინც ამ ქვეყნის შვილია.
ზარქუას განცხადებით, "ხელმოცარულმა ოპოზიციონერებმა" ბევრი იშრომეს, რომ ეს დღე არ დამდგარიყო, მაგრამ არ გამოუვიდათ.
"სწორია! დღეს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი თარიღი დაემთხვა. ერთი - ვზეიმობთ ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მონიჭების დღეს, მეორე კი ნაძვის ხის ანთება, საახალწლო განწყობა, ხოლო ეს ხელმოცარულები ასე უნდა იყვნენ ცალკე, რაღაცა პატარა ჯგუფებად და იქ იზეიმონ. იმათი ადგილი არის სწორედ მანდ, არა რუსთაველზე, არა საზეიმო პლატფორმაზე, არამედ ლუზერების პლატფორმაზე, ასე ცალკე და სწორიც არის.
მინდა განსაკუთრებით მივულოცო ქალბატონ სალომე სამადაშვილს - სალო, გილოცავ, ჩვენ ეს შევძელით. მიუხედავად შენი მცდელობისა, რომ ბრიუსელში წინააღმდეგ გამოდიოდი და ამბობდი, რომ არ მიანიჭოთ ახლა საქართველოს, იმიტომ, რომ შემდეგ "ქართული ოცნების" დამარცხება არჩევნებზე რთული იქნებაო. არ გამოგივიდა. სალო, გილოცავ, ჩემი კარგო და ყველა დანარჩენ შენსავით ხელმოცარულებს," - განაცხადა ზარქუამ.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა