„ნაციონალური მოძრაობა“, ფაქტობრივად, იშლება, ეს პროცესი საჯაროდ მიმდინარეობს"- ირაკლი ქადაგიშვილი
„ნაციონალური მოძრაობა“, ფაქტობრივად, იშლება. ეს პროცესი საჯაროდ მიმდინარეობს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, სავარაუდოდ, მელია თავის პოლიტიკურ პარტიას ჩამოაყალიბებს.
„„ნაციონალური მოძრაობა“ რა დღის წესრიგსაც სთავაზობდა ქვეყანას, იმ დღის წესრიგის შესრულების პროცესშია ახლა თავის პარტიაში. „ნაციონალური მოძრაობა“, ფაქტობრივად, იშლება, ეს პროცესი საჯაროდ მიმდინარეობს. ამ პარტიას არც პოლიტიკური და არც მორალური საყრდენები არ აქვს. ეს არის სწორედ არაფორმალური მმართველობის შედეგი, რომელიც, რეალურად, ამ პარტიაშია გამეფებული. ასევე, დესტრუქციული და ქვეყნის დამაზიანებელი პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ისინი ქვეყნის წინააღმდეგ ატარებდნენ. ალბათ მელია თავის პოლიტიკურ პარტიას ჩამოაყალიბებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან