"ვადასტურებ, აფხაზეთის მხარეს შენდება გარკვეული სივრცე" - გია ვოლსკი
აფხაზეთის მხარეს შენდება გარკვეული სივრცე - ენგურზე საბაჟო ურთიერთობის ორმხრივი შეთანხმება ნონსენსია, გამორიცხულია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ენგურზე საბაჟო ტერმინალის აშენება სურთ და სამუშაოები დაწყებულია.
ვოლსკის თქმით, შეიძლება „ეს ვიღაცის ინტერესში იყოს, შეიძლება გარკვეული პოლიტიკური თამაში იყოს“.
„ვადასტურებ, რომ აფხაზეთის მხარეს შენდება გარკვეული სივრცე. ისინი ამბობენ და ინფორმაციაც ვრცელდება იმის თაობაზე, რომ საბაჟო სისტემის შემოღება და რაღაც სახელმწიფოებრიობის ნიშნების შემოტანა უნდათ, მაგრამ ფაქტია, ეს გარკვეული პოლიტიკური ტრიუკია იმის გათვალისწინებით, რომ ენგურზე ორმხრივი შეთანხმება საბაჟო ურთიერთობისა ნონსენსია, გამორიცხულია სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც. ისე გარკვეული შენობების აგებას, არამარტო საბაჟოს, კიდევ Duty free-ს გაკეთებას აპირებენ. შეიძლება ეს ვიღაცის ინტერესში იყოს, შეიძლება გარკვეული პოლიტიკური თამაში იყოს. რასაკვირველია, ამას აქვს ის პასუხი, რაც უკვე გითხარით - საბაჟო ურთიერთობები, ნებისმიერი შეთანხმება დე -ფაქტო ხელისუფლებასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის, სამართლებრივადაც, პოლიტიკურადაც აბსოლუტური ნონსენსია,“ - განაცხადა ვოლსკიმ.
სიახლეები
- "1000 ლარად ტელეკომპანია „იმედის“ გაყიდვა მეტყველებს იმაზე, ეს კომპანია გაკოტრებულია, რეალური ღირებულება 0-ის ტოლია"
- "მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით" - ირაკლი კობახიძე
- "დღეს უმაღლესი განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე მდგომარეობაშია" - ირაკლი კობახიძე
- 6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ირანის რეჟიმში ბზარები ჩნდება": ყოფილი პრეზიდენტის მძიმე "წინასწარმეტყველება" - რას წერს The Daily Telegraph-ი