"დარჩიაშვილის რიტორიკაში პროგრესია - სიტყვები გასაგებია, მაგრამ საქმე სად არის?" - ბექა ლილუაშვილი
დარჩიაშვილის რიტორიკაში პროგრესია - სიტყვები გასაგებია, მაგრამ საქმე სად არის?! სადაა დეოკუპაციის სტრატეგია, შიდა რეზოლუციები?! - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა ეუთო-ს მინისტერიალზე საგარეო საქმეთა მინისტრის გზავნილების შეფასებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პროგრესი მინისტრის გამოსვლაში „კანდიდატის სტატუსის ეფექტია“.
„წინა პერიოდს რომ შევადაროთ დარჩიაშვილის რიტორიკა, პროგრესი არის, მაგრამ ეს კანდიდატის სტატუსის ეფექტია. საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შევიდეს, „ნაცები“ გამოდიან და ეძახიან პრორუსებს, ესენი გამოდიან და საკუთარ თავს პროქართველებს, მაგრამ არავინ მოტყუვდეთ, საითაც ეს ხალხი ძალაუფლების შენარჩუნების და ფულის კეთების რესურსს ნახავს, იქით მიატრიალებს ამ ქვეყანას. ეს საფრთხის შემცველია თითოეული ჩვენგანისთვის. ამიტომ ეს არის კანდიდატის სტატუსის ეფექტი. ასევე საარჩევნო მოლოდინების ფორმულირების საკითხი. სიტყვები გასაგებია, საქმე სად არის?! სად არის დეოკუპაციის სტრატეგია, შიდა რეზოლუციები, ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში ადამიანების შეყვანის მოთხოვნა, სად არის სამუშაო ჯგუფები და ამ ქვეყნის რეალური დაახლოება ევროკავშირთან?! ამიტომ ამ განცხადებებიდან, საქმეზე გადავიდეთ თუ შეიძლება!“ - განაცხადა ლილუაშვილმა.
სიახლეები
- "კიევის რეჟიმი არსებითად უარს ამბობს კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებაზე, თუმცა, ჩვენ მაინც ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს დიალოგთან დაკავშირებით" - ვლადიმერ პუტინი
- "უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლის მონაწილე უნდა ვიყოთ, ევროპა ჩვენზე უარს ვერ იტყვის და ვერც ჩვენ ვიტყვით უარს ევროპაზე"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 დეკემბრისთვის
- "ბრიუსელიდან არ მოგვისმენია დაგმობა, რომ ადამიანის დაწვა მიუღებელია, ამიტომაც არიან დიდ გულზე ადამიანები, რომლებიც სხვებს ცოცხლად წვავდნენ"
- "საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ?"- კახა კალაძე