"ზეიმი კარგია, მაგრამ საქმეს მივხედოთ!" - ანა დოლიძე
პარტია "ანა დოლიძე ხალხისთვის" მთელ პოლიტიკურ სპექტრს მიმართავს და რეფორმებზე მუშაობის სწრაფად დაწყების საჭიროებაზე საუბრობს.
ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
პარტიის ლიდერის თქმით, ახლა სრული მობილიზება და კონცენტრაცია სწორედ იმ რეფორმების გატარებაზე უნდა იყოს, რაც თითოეული მოქალაქის მდგომარეობას გააუმჯობესებს და მათ კეთილდღეობას უზრუნველყოფს.
„ვფიქრობ, დროა გამოვიდეთ ეიფორიის ნარკოტიკული ტკბობიდან და საქმეს მივხედოთ. სტატუსიდან რეალური შედეგი იქნება რამდენიმე წელიწადში, ისიც სერიოზული რეფორმების შემდეგ, რომელიც არსად ჩანს და არც იქნება ოცნების ხელში. მაგიდაზე უკეთესი სადილი არ ჩანს და არც იქნება კარგა ხანს.
ამ დროს, ხვალინდელ ქათამზე ოცნებაში ისევ იმ ჭაობში ვართ: ხალხს იტაცებენ და თამაზ გინტური მოკლეს ლოცვის გამო, ხელფასები ისევ დაბალია, ხალხი მიდის ემიგრაციაში, ბევრ ადგილას გვემსახურებიან რუსულად, სასამართლო კლანი ისევ თავის ადგილასაა, ხალხის უმეტესობა კარაქს ვერ ყიდულობს სიძვირის გამო, ახალგაზრდები 2 ადგილას მუშაობენ, რომ სწავლის ხარჯები დაფარონ, ავარიებში ხალხი ისევ კვდება და რაჭის ტყეები ისევ ხიდაშელისაა. ამაზე პასუხი მოსათხოვია „ოცნებისგან“. ზეიმი კარგია, მაგრამ როცა გშია, ის სანახაობას ემსგავსება პურის გარეშე“, - აცხადებს ანა დოლიძე.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარტიამ უკვე დაიწყო კამპანია #ერთისაქმემომავლისთვის, რომლის ფარგლებშიც მიმართა პოლიტიკოსებს, არასამთავრობოებსა და თითოეულ მოქალაქეს.
პარტიის ლიდერის თქმით, ახლა დროა, ყველამ ის გააკეთოს, რაც შეუძლია, რათა 5 კვირაში ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
სიახლეები
- "უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლის მონაწილე უნდა ვიყოთ, ევროპა ჩვენზე უარს ვერ იტყვის და ვერც ჩვენ ვიტყვით უარს ევროპაზე"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 დეკემბრისთვის
- "ბრიუსელიდან არ მოგვისმენია დაგმობა, რომ ადამიანის დაწვა მიუღებელია, ამიტომაც არიან დიდ გულზე ადამიანები, რომლებიც სხვებს ცოცხლად წვავდნენ"
- "საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ?"- კახა კალაძე
- „ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა" - გიორგი გახარია