"დღეს საქართველოსთვის საზეიმო დღეა - ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი"-ურსულა ფონ დერ ლაიენი
დღეს საქართველოსთვის საზეიმო დღეა - ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი ქვეყნისთვის, რაც აღიარებს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ძალიან შთამბეჭდავ მისწრაფებას, გაწევრიანდეს ევროკავშირში, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ქრონიკის“ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
„პირველ რიგში, დღეს საქართველოსთვის ნამდვილად საზეიმო დღეა - ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი. როდესაც ჩვენ გავაკეთეთ შეთავაზება კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ვთქვით, რომ საშინაო დავალება ჯერ კიდევ შესასრულებელია. ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი ქვეყნისთვის, რაც აღიარებს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ძალიან შთამბეჭდავ მისწრაფებას, რომ გაწევრიანდეს ევროკავშირში“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
სიახლეები
- "უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლის მონაწილე უნდა ვიყოთ, ევროპა ჩვენზე უარს ვერ იტყვის და ვერც ჩვენ ვიტყვით უარს ევროპაზე"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 დეკემბრისთვის
- "ბრიუსელიდან არ მოგვისმენია დაგმობა, რომ ადამიანის დაწვა მიუღებელია, ამიტომაც არიან დიდ გულზე ადამიანები, რომლებიც სხვებს ცოცხლად წვავდნენ"
- "საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ?"- კახა კალაძე
- „ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა" - გიორგი გახარია