"უმარტივესი „ქეისი“ დევს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე - პრეზიდენტს ღია ომი აქვს გამოცხადებული"
უმარტივესი „ქეისი“ დევს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე - მტკიცებულებები, თუ როგორ ირღვევა კონსტიტუცია, ასე მზის შუქზე და თვალნათლივ, სხვა არც ერთ „ქეისთან” მიმართებით არ ქონია სასამართლოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისი შეფასებით, პრეზიდენტს კონსტიტუციის წინააღმდეგ ღია ომი აქვს გამოცხადებული.
„პრეზიდენტმა ღიად, საჯაროდ გადაწყვიტა დაპირისპირებოდა კონსტიტუციას, რაც არის ქვეყნის ღირსება, სუვერენიტეტი, ქვეყნის ინტერესები დევს კონსტიტუციაში და ჩვენ კრძალვით ვალდებულები ვართ პატივი ვცეთ ყველაზე მთავარ კანონს - კონსტიტუციას. ამ ყველაფრის გარანტი უნდა იყოს პრეზიდენტი. ყველა, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოება კარგად ხედავს, რომ პრეზიდენტს ღია ომი აქვს გამოცხადებული და ყოველდღიურ რეჟიმში ხდება კონსტიტუციის უხეში დარღვევა. ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიქნებით გულგრილი ამის მიმართ, ეს იქნებოდა ჩვენი თანამონაწილეობა და წარმოუდგენელია, რომ თანამონაწილე ვიყოთ კონსტიტუციის დარღვევის, აქედან გამომდინარე ამას მოჰყვება რეაგირება და უმარტივესი "ქეისი" დევს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე, ასე მზის შუქზე, თვალნათლივ, თუ როგორ ირღვევა კონსტიტუცია, ამის მტკიცებულებები, სხვა არც ერთ "ქეისთან" მიმართებით არ ქონია სასამართლოს. შესაბამისად, პრეზიდენტს ვურჩევდით, კაპიტანი გიგაურისგან კი ნუ იღებს რჩევებს, პატივი სცეს საკუთარ ხალხს, ქვეყანას და კონსტიტუციას“, - განაცხადა ღუდუშაურმა.
ინფორმაციისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით დღეს, 3 ოქტომბერს განიხილავს.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ?"- კახა კალაძე
- „ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა" - გიორგი გახარია
- ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 დეკემბრისთვის