"ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოებამ, პრაქტიკულად, ამოირეცხა პოლიტიკური მეხსიერებიდან" - ბექა ოდიშარია
„ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებამ, პრაქტიკულად, ამოირეცხა პოლიტიკური მეხსიერებიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, მარტივ მამრავლებად დაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, უბრალოდ, იქნებიან საკუთარი ტელევიზიების სიუჟეტების გმირები და მეტი არაფერი.
„რაც უფრო მეტად იშლებიან ეს ადამიანები და რაც უფრო მეტ ახალ მოძრაობას და პლატფორმას აანონსებენ, მათ ვურჩევდი, რომ შეცვალონ თავიანთი სერიოზული ჰაბიტუსები და ცოტა გაიღიმონ, რადგან ტრაგედიიდან ეს უკვე კომედიაში გადავიდა, ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებაში აღქმა ასეთია. მე უკვე დათვლილი მაქვს დაახლოებით ცხრა „ნაციონალური მოძრაობა“, მათ ბოლოს კიდევ ორი შეემატა – მელია და გვარამია თავიანთი ცალ-ცალკე შტოებით. ეს ადამიანები ერთად რომ იყვნენ, ვერაფერი დააკლეს ვერც საქართველოს, ვერც ხელისუფლებას, ვერც „ქართულ ოცნებას“ და ახლა მარტივ მამრავლებად დაშლილები, უბრალოდ, იქნებიან საკუთარი ტელევიზიების სიუჟეტების გმირები და მეტი არაფერი. საზოგადოებამ ისინი, პრაქტიკულად, ამოირეცხა პოლიტიკური მეხსიერებიდან“, – განაცხადა ოდიშარიამ.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა