"ეროვნული ბანკი როგორც ინსტიტუცია, აღარ არსებობს" - სალომე სამადაშვილი
ეროვნული ბანკი გაუქმებულია, არსებობს ბიძინა ივანიშვილის ორი ბანკი: „ქართუ" და მეორე ეროვნული ბანკი, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების ფასს გადაიხდის საქართველოს თითოეული მოქალაქე, „სამაგიეროდ, ღარიბაშვილი თავის შვილს სასწავლებლად აფრენს აშშ- ში დაქირავებული თვითმფრინავით და ამაში გადაიხდის 230 ათას ლარს“.
„ეროვნული ბანკი გაუქმებულია, არსებობს ბიძინა ივანიშვილის ორი ბანკი საქართველოში, ერთი არის „ქართუ“, მეორე ეროვნული ბანკი, არ ვიცი შეიძლება სხვასაც ფლობს, მაგრამ ეროვნული ბანკი როგორც ინსტიტუცია, აღარ არსებობს. ამიტომ არის, რომ ევროკავშირი და ყველა მეგობარი გვეკითხება - „რას აკეთებთ?” ევროპული სტანდარტი არის დამოუკიდებლობა და თქვენ გამოაცხადეთ, რომ თქვენი ეროვნული ბანკი ფორმალურად არსებობს როგორც სახელმწიფო უწყება. ამიტომ კვირის დასაწყისში უფრო მაღალი შანსი არსებობდა, მიეღო ქვეყანას სტატუსი, ვიდრე დღეს არის ამის შანსი. პროფესიონალი, მცოდნე ხალხის წასვლა ეროვნული ბანკიდან იზეიმა „ქართულმა ოცნებამ“, რადგან თავის პროტექციის ქვეშ და ზოგ შემთხვევაში რუსეთთან კავშირში ეჭვის მქონე ადამიანები დანიშნეს საბჭოს წევრებად“, - განაცხადა სამადაშვილმა.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ?"- კახა კალაძე
- „ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა" - გიორგი გახარია
- ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 დეკემბრისთვის