"ვნანობ ნათია თურნავასთან დაკავშირებით ჩემ გადაწყვეტილებას და ამისთვის ბოდიშს ვიხდი - ის უნდა გადადგეს!"
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა უნდა გადადგეს, -აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა და დასძინა, რომ ის თურნავას დანიშვნასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ნანობს.
„უნდა ვთქვა, რომ ძალიან ვნანობ ჩემ გადაწყვეტილებას და ამისთვის ბოდიშს ვიხდი. მას რომ არ გადედო უვადოდ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, რომელიც უნდა შემდგარიყო, მას პირადად მოვახსენებდი ამ ჩემს მოსაზრებებს, თუ რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები. პირველ რიგში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და პირიქით, ამ პრინციპს თავად ზიანი მიაყენა, უნდა გადადგეს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან