"არ მესმის, რატომ იწვალა პრემიერმა და აშშ-ში თბილისიდან პირდაპირ ჩარტერით რატომ არ გაფრინდა?" - იაგო ხვიჩია
არც კი გრცხვენიათ, რომ სვამთ კითხვებს, თუ საიდან მოიტანა ფული პრემიერმა - გასაკვირია, უფრო კომფორტულად რომ არ იმგზავრა და თვითმფრინავი უფრო ძვირი არ დაჯდა, - ასე უპასუხა "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში კერძო ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, "პრემიერი იაფიანი თვითმფრინავით გაფრენილა და ჩვენს გამო წვალებაშია".
„არ მესმის, რატომ იწვალა და აშშ-ში თბილისიდან პირდაპირ ჩარტერით რატომ არ გაფრინდა? ქართველმა ხალხმა უნდა დავუფასოთ, რომ ჩვენი პრემიერი და მისი შვილი წვალობენ - პირდაპირ ჩარტერით კი არ მიფრინავს, ჩვენს გამო წვალებაშია", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა