"ივანიშვილი ცდილობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის კარებში გაეჩხიროს" - ლევან ხაბეიშვილი
რუსული პარტია ომს აბრალებს ამერიკას, დასავლეთს, ევროპას. ხალხი კარგად არჩევს - მშვიდობა, უსაფრთხოება არის ევროკავშირში და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს კარებში გაეჩხიროს ევროკავშირსა და საქართველოს შორის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ „მიმდინარეობს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრის კამპანია”.
მისი თქმით, „რუსული პარტია ახორციელებს საბოტაჟს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის“.
„ისინი აკეთებენ ყველაფერს, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს, კობახიძეს, ღარიბაშვილს, რომ ჩვენ არ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ისინი ომს აბრალებენ ამერიკას, ისინი ომს აბრალებენ დასავლეთს, ევროპას. ხალხი კარგად არჩევს - მშვიდობა, უსაფრთხოება არის ევროკავშირში და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს კარებში გაეჩხიროს ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ეს არ უნდა მოახერხოს ივანიშვილმა და თუ დაგვჭირდა პოლიტიკური ფეხებიც უნდა მივამტვრიოთ იმ კარებში ბიძინა ივანიშვილს და მის რუსულ პარტიას”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ?"- კახა კალაძე
- „ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა" - გიორგი გახარია
- ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 დეკემბრისთვის