"საპენსიო სააგენტოს ხელაღებული ქცევა ჩვენი ხალხის მიმართ მიუღებელია"-ანა დოლიძე
მოგვდის და მოგვდის თქვენი წუხილები საპენსიო დანაზოგის ამბავზე. საპენსიო სააგენტოს ხელაღებული ქცევა ჩვენი ხალხის მიმართ მიუღებელია, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
როგორც ის აღნიშნავს, პარტია „ხალხისთვის“ ითხოვს, საპენსიო სააგენტომ ცხელი ხაზი გახსნას და ხალხისთვის კონსულტაციები დააწესოს.
„მოგვდის და მოგვდის თქვენი წუხილები საპენსიო დანაზოგის ამბავზე. საპენსიო სააგენტოს ხელაღებული ქცევა ჩვენი ხალხის მიმართ მიუღებელია. რა არის ეს? რაღაც წესების გადმოგდებაა. არც ახსნა, არც ინფორმირება, არაფერი. ძვალს რომ გადაისვრიან, აი, ასე გვექცევიან.
ვითხოვთ:
- გადაწყვეტილების ბოლო ვადა გადავადდეს, რათა ხალხს მიეცეს საშუალება გაერკვეს.
- სააგენტომ გახსნას ცხელი ხაზი
- სააგენტომ ჩაატაროს საინფორმაციო კამპანია
- დააწესოს კონსულტაციები ოფისში, ხალხის მიღებით.
რას მიკეთებენ? ათასობით ლარი და ნულოვანი სერვისი“, - წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა