"კობახიძესა და ზახაროვას შორის მხოლოდ სქესშია სხვაობა, მიდგომებსა და დამოკიდებულებებში განსხვავება არ არის"
კობახიძესა და ზახაროვას შორის მხოლოდ სქესშია სხვაობა, მიდგომებსა და დამოკიდებულებებში განსხვავება არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძე გამოეხმაურა მარია ზახაროვას განცხადებას ბათუმში გამართულ აქციაზე და აღნიშნა, რომ უმრავლესობის წევრებისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა "მესიჯები" მუდმივად ემთხვევა ერთმანეთს, რაც შემთხვევითი არ არის.
"ჩვენ ჯერ კიდევ წინა წელს გავმართეთ ბრიფინგი და ვთქვით, რომ რუსი კურატორები უმზადებდნენ "ქართულ ოცნებას" სასაუბრო "მესიჯბოქსებს". შემთხვევითი არ არის მარია ზახაროვას, კობახიძის და "ხალხის ძალის" ნარატივებისა და "მესიჯების" დამთხვევა. თუ ამოვიღებთ ბოლო პერიოდში ამ რუსულ "მესიჯბოქსს", ვნახავთ, რომ კობახიძესა და ზახაროვას შორის მხოლოდ სქესშია სხვაობა, მიდგომებსა და დამოკიდებულებებში განსხვავება არ არის,"- განაცხადა მანჯგალაძემ.
ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ბათუმში რუსი ტურისტებით საკრუიზო ლაინერის ჩასვლასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ამ აქციას ქვეყნის შიგნით არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონდა და მას "რადიკალური ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს."
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა