„ნაცმოძრაობა“ პრინციპულად დაპირისპირებულია ყველაფერთან, რაც არის დაკავშირებული სახელმწიფოსთან, ქვეყანასთან, სამშობლოსთან"
რეალურად, როდესაც გივი თარგამაძე უპირისპირდება პოლიციელებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამით აჩვენებს „ნაცმოძრაობის“ სახეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, გივი თარგამაძის პოსტთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ის ქართველ პოლიციელებს შეურაცხყაფას აყენებს.
კობახიძის თქმით, „ნაცმოძრაობა“ პრინციპულად დაპირისპირებულია ყველაფერთან, რაც არის დაკავშირებული სახელმწიფოსთან, ქვეყანასთან, სამშობლოსთან.
„ეს არის უბრალოდ მორიგი გამოვლინება, ისინი სახეს კარგავენ ხოლმე, ავლენენ ბოლომდე საკუთარ თავს ასეთი განცხადებებით, რაც არავის უკვირს, თავისი არსით „ნაცმოძრაობა“, მათ შორის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა, რაც ვლინდება მათ პროვოკაციებში და ეს ვლინდება მათ განცხადებებშიც“, – განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
- საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
- ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ