"ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ დღევანდელი ორპოლუსიანობის პროგრესული ალტერნატივა" - ანა დოლიძე
ჩვენი ამოცანაა, დღევანდელი ორპოლუსიანობის პროგრესული ალტერნატივა შევქმნათ, - ამის შესახებ განცხადება, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მისივე განმარტებით, „ორპოლუსიანობის პროგრესული ალტერნატივა ფუჭ პოლიტიკურ პროცესებს გაარღვევს“.
„ჩვენი ამოცანაა, დღევანდელი ორპოლუსიანობის პროგრესული ალტერნატივა შევქმნათ, რომელიც აქტიური პროგრესული რეფორმებით, ფუჭ პოლიტიკურ პროცესებს გაარღვევს და შესაბამისად, ჩვენ ქვეყანას განვითარებისკენ წაიყვანს. ამიტომ მივმართავ ყველას, ვინც იზიარებს პროგრესულ ფასეულობებს, ამ ალტერნატივას შემოუერთდეს და შექმნას შესაძლებლობა საქართველომ დაძლიოს ოცნების მმართველობა, ორპოლუსიანობა და ქვეყნის სწრაფ განვითარებას შეუდგეს,”-წერს ანა დოლიძე.
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
- საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
- ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ