"პარტიაში ჩემი ყოფნის დროსაც ჩანდა, რომ გიორგი ვაშაძის პარტია იქნებოდა ინტეგრირებული „ნაციონალურ მოძრაობაში"
პარტიაში ჩემი ყოფნის დროსაც ჩანდა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“, გიორგი ვაშაძის პარტია იქნებოდა ინტეგრირებული „ნაციონალურ მოძრაობაში“, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი უნდა იყოს არა სიები ან პრემიერ/მინისტრობის კანდიდატები, არამედ „ქართული ოცნების“ დამარცხების სერიოზული გეგმა.
„სიურპრიზი არ ყოფილა ჩემთვის. მე არ მგონია, რომ რამე დამატებითი ხმები შევიდეს ამით პარტიაში, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები ძირითადად არის მიხეილ სააკაშვილის ხმები. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ცალკე სხვა ორბიტაზე, სხვა ცენტრების შექმნა, სადაც ოპოზიციამ ნამდვილად სერიოზული სამუშაო უნდა გასწიოს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, რომ ასეთი გეგმაც იქნება, თუმცა ასევე არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, თუ „ქართული ოცნება“ დაინახავს ცენტრების გამსხვილების საშიშროებას, ბარიერი დაწიოს და ამით ხელი შეუშალოს ოპოზიციას, თუმცა ეს არ უნდა იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორი. მთავარი უნდა იყოს არა სიები, ან პრემიერ/მინისტრობის კანდიდატები, არამედ „ქართული ოცნების“ დამარცხების სერიოზული გეგმა. ახლა ხელშესახები შედეგები გვჭირდება“, - განაცხადა დეკანოიძემ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან