"უკრაინის ხელისუფლება უკვე დიდი ხანია არ არის პირნათელი ქართველი ხალხის წინაშე" - შალვა პაპუაშვილი
მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაული ქართველი ხალხის წინააღმდეგ. მაშინ, როდესაც ის იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი და მოქალაქე. ახლა ის არც პრეზიდენტია და არც მოქალაქე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლება არ არის პირნათელი ქართველი ხალხის წინაშე, რადგან მან ყოფილი ხელისუფლების დამნაშავე წარმომადგენლები შეიფარა.
მისი თმით, როდესაც კიევში თითქმის ყველა საელჩო დაიხურა, მაშინაც კი საქართველოს საელჩო უკრაინის დედაქალაქში მუშაობას განაგრძობდა. ამ ფონზე, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს ელჩი გამოაძევა.
„თუკი, უკრაინის ხელისუფლება ქართველ ხალხს განიხილავს თავის მეგობრად, მან არც კი უნდა აკადროს ქართველ ხალხს უთხრას, რომ ადამიანი, რომელმაც თქვენთან შექმნა წამების სისტემა იმიტომ, რომ მაქვს კაპრიზი, გადმომეცით მე იმისთვის, რომ შემდეგ გავათავისუფლო. სინამდვილეში, გათავისუფლების საფუძველიც არ არსებობს. საქართველოს ხელისუფლება პირნათელია უკრაინელი ხალხისა და მათ შორის, უკრაინის ხელისუფლების წინაშე. პირნათელია არა მხოლოდ ამ ომის დროს, არამედ დიდი ხანია, ხოლო უკრაინის ხელისუფლება უკვე დიდი ხანია არ არის პირნათელი ქართველი ხალხის წინაშე. არ არის პირნათელი იმ მომენტიდან, როდესაც შეიფარა მიხეილ სააკაშვილი, ძებნილი დამნაშავე, შემდეგ დადასტურებული დამნაშავე სააკაშვილი ხან ერთ თანამდებობაზე დანიშნა, ხან მეორეზე და თუ არ ვცდები, დღემდე თანამდებობაზეა. არ იყო პირნათელი, როდესაც ზურაბ ადეიშვილს ნიშნავდა გენერალური პროკურორის მრჩევლად და ახლა დეპარტამენტის უფროსია. არ იყო პირნათელი, როდესაც გია ლორთქიფანიძეს, ადამიანს, რომელმაც სააკაშვილი შემოაპარა იმისთვის, რომ ქართველი ხალხისთვის ცხოვრება აერია მიხეილ სააკაშვილს და აქ ვისი ტანკი იდგებოდა და ვისი ავტომატი გაისროდა არვინ ისიც. ამაზე გაწირეს ქართველი ხალხი. ეს ადამიანი ამის შემდეგ დააწინაურა უკრაინის ხელისუფლებამ კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ. აი ამას, რომ უკეთებდნენ ქართველ ხალხს, არ მგონია, რომ იქ მეგობრობაზე იყოს საუბარი. უკრაინის ხელისუფლება უკვე დიდი ხანია არ არის პირნათელი ქართველი ხალხის წინაშე. მიუხედავად ამისა, ვამბობთ, უკრაინას ვეხმარებით არა იმიტომ, რომ სწორად იქცევა თუ არასწორად, უკრაინელ ხალხს ვეხმარებით იმიტომ, რომ გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა მათთან. ჩვენ შევიფარეთ უკრაინელი ლტოლვილები და მათ ისე ვეპყრობით, როგორც ქართველ დევნილებს - მათ აქვთ თვეში იგივე დახმარება, რამდენიც ქართველ დევნილებს. რომელ ქვეყანაში გახსნეს უკრაინული სკოლა? მაშინ, როდესაც ამერიკის, გერმანიის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა დატოვეს კიევი, საქართველოს ელჩი კიევში იყო და ქართული დროშა ფრიალებდა. ნაცვლად მადლობისა, საქართველოს ელჩი გამოაძევა უკრაინის ხელისუფლებამ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ?"- კახა კალაძე
- „ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა" - გიორგი გახარია
- ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 დეკემბრისთვის