"ივანიშვილმა 3 მილიარდი დახარჯა საკუთარი ჯიბიდან, თავის ქვეყანას მოახმარა" - პრემიერი
ბიძინა ივანიშვილმა 3 მილიარდი დახარჯა საკუთარი ჯიბიდან, თავის ქვეყანას მოახმარა და განსაკუთრებით აჭარაში, ასეულობით მილიონი დოლარი აქვს დახარჯული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მილიარდობით დოლარი იქნა ინვესტირებული ბათუმში, აჭარაში მთლიანად.
„მოსახლეობისთვის ვიტყვი და ჩვენს საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, აქ შედარება გააკეთეს, რომ, აი, აჭარა არ უყვარს ბატონ ივანიშვილსო და არ ვიცი, რაღაც სისულელე თქვა მორიგი, თითქოს აჭარა სააკაშვილს უყვარდა და ჩვენ ამიტომ არ ვაქცევთ ყურადღებას. შეადარეთ, სავსე არის სოცმედიაში კამპანიები, ფოტოები და ვიდეოები, შეადარეთ ბათუმი 2012 ბათუმი 2022-თან და ნახავთ ძალიან მარტივ განსხვავებას. მილიარდობით დოლარი იქნა ინვესტირებული ბათუმში, აჭარაში მთლიანად. ამაზე არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ საუბრობენ ყველანი, აღიარებენ. მე აქვე მინდა, შეგახსენოთ, ვინაიდან, თქვენ ახსენეთ ივანიშვილი, მე შეგახსენებთ მის ქველმოქმედებას. ამ პასუხში უნდა გავაერთიანო რამდენიმე კითხვა, რომელზეც საუბარი იყო. ბატონმა ივანიშვილმა 3 მილიარდი დახარჯა საკუთარი ჯიბიდან, თავის ქვეყანას მოახმარა და განსაკუთრებით აჭარაში, ასეულობით მილიონი დოლარი აქვს დახარჯული. მთელი არეალი გარდაქმნა, მოგეხსენებათ შეკვეთილის არეალი და არა მხოლოდ. ბათუმშიც, მე მახსოვს, როცა ქართუ „ფონდს“ ვხელმძღვანელობდი, მაშინ ასეულობით მილიონ ლარს ვხარჯავდით, ვეხმარებოდით ბათუმს ბულვარების მოწყობაში, ატრაქციონების მოწყობაში და ა.შ. ეს ყველაფერი, ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ინვესტიციებისა განხორციელებული იყო პირადად ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ქველმოქმედებით. აი, ეს არის სიმართლე და ამ სიმართლეზეც არ უნდათ ამათ საუბარი. მხოლოდ ტყუილები და მხოლოდ უსაფუძვლო ცილისწამება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ?"- კახა კალაძე
- „ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა" - გიორგი გახარია
- ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 დეკემბრისთვის