"ოპოზიცია არის დაქსაქსული, დეგრადირებული და გაუბედურებული" - ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ - მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციის გაერთიანებას აქვს ნული პერსპექტივა. კითხვაზე, ოპოზიციის გაერთიანებას რა პერსპექტივა აქვს? ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ „ნული“.
„ოპოზიცია არის დაქსაქსული, დეგრადირებული, გაუბედურებული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, ჟურნალისტებმა პრემიერს Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების შეფასებაც სთხოვეს, რაზეც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ „ეს სასაცილო შედეგებია“.
„ეს არის ჩვეულებრივი სიყალბე, გაყალბებული, სასაცილო შედეგები“, -აღნიშნა ღარიბაშვილმა.