"არავის მივცემთ საშუალებას, რომელიმე ინსტიტუტის ფუნქციონირებას რამე ფორმით ხელი შეეშალოს" - თეა წულუკიანი
საქართველოს ვიცე-პრემიერის, თეა წულუკიანის განცხადებით, არავის მისცემენ საშუალებას, რომ რომელიმე ინსტიტუტის ფუნქციონირებას რამე ფორმით ხელი შეეშალოს.
მისივე განმარტებით, ეროვნული ბანკის ფუნქციონირებაზე ამ ქვეყანაში ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მხრივ, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული.
„არავის მივცემთ საშუალებას, რომ რომელიმე ინსტიტუტის, მითუმეტეს, იმ ინსტიტუტის, რომელზეც ძალიან ბევრი რამ არის ამ ქვეყანაში ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მხრივ დამოკიდებული, ეს გახლავთ ეროვნული ბანკი, რომ ამ ინსტიტუტის ფუნქციონირებას რამე ფორმით ხელი შეეშალოს. რა თქმა უნდა, ეს არ არის კონკრეტული პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებით, იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ?"- კახა კალაძე
- „ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა" - გიორგი გახარია
- ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 დეკემბრისთვის