გამოკითხულთა 12 %-ს რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობა სურს, ხოლო 10 %-ს ნატოსთან - NDI
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს.
კვლევის კითხვაზე რომელ ქვეყნებთან ან გაერთიანებასთან უნდა ჰქონდეს საქართველოს ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა, პროცენტული მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა:
რუსეთი - 12%
ნატო - 10%
ევროკავშირი - 54%
ამერიკის შეერთებული შტატები - 32%
თურქეთი - 14%
აზერბაიჯანი - 10%
ცნობისთვის, NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით.
კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.
აღნიშნული ანგარიში 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა