"ნათელია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ რეკომენდაციების შესრულება საფრთხეს წარმოადგენს"
ჩვენი პარტიული პოზიციაა, რომ მთავარია, საქართველოს ჰქონდეს შესაძლებლობა, წინ იაროს და სტატუსი მიიღოს. ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუ სხვა ხელისუფლების პირობებში მიიღებს სტატუსს. ჩვენ ამის კომპლექსი არ გვაქვს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი პრობლემაა, რომ „ქართული ოცნება“ არ არის ის ძალა, რომელსაც პოლიტიკური ნება ან რესურსი აქვს, ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები გაატაროს.
„დღეს მათი ძალაუფლება დგას სასამართლოს კონტროლზე, კორუფციულ სქემებზე. ეს ყველაფერი რომ შეცვალო და რეფორმას დაუქვემდებარო, ძალაუფლებას და მხარდაჭერას დაკარგავენ იმ ჯგუფების მხრიდან, რომლებიც, თავისუფალი სასამართლო რომ არსებობდეს, თავისუფალი არ უნდა იყვნენ. მაგალითად, პროპაგანდისტები. კორუფციის მექანიზმები რომ არ არსებობდეს, ვერ უნდა იგებდნენ ტენდერებს. ნათელია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ რეკომენდაციების შესრულება საფრთხეს წარმოადგენს, რადგან მისი შესრულების შემთხვევაში ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან