"ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის კარი ბოლომდე ღიაა" - ანალენა ბერბოკი
შემთხვევითი არ არის, რომ როდესაც თბილისის ქუჩებში გადაადგილდები, არ მხოლოდ ევროპულ, არამედ უკრაინულ დროშებს ხედავ. მშვიდობიანი გზის ფუნდამენტი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაა, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორ მან აღნიშნა, ის, რომ საქართველო 2008 წლის ომის შემდეგ, ყველაფრის მიუხედავად, უკრაინის მხარესაა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ღირებულებებს, რასაც ქვეყანა ეფუძნება და იმას, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.
„ერთი თვის წინ ნიუ-იორკში შევხვდით. იქ საუბარი იყო ძალიან კონკრეტულ პასუხებზე უკრაინაში რუსული თავდასხმითი ომის შესახებ, ომის დაგმობის საკითხზე. სიგნალი, რომელიც, მათ შორის, თქვენი მხარდაჭერით გაიგზავნა და რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გაგზავნა, ეს იყო ერთიანობა, რუსული აგრესიული ომის დასაგმობად. ერთიანობა იმ ღრმა რწმენით, რომ დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან. გაეროს ქარტიაც ზუსტად ამას, მშვიდობიან გზას ნიშნავს. ამ გზის ფუნდამენტი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაა. შემთხვევითი არ არის, რომ როდესაც თბილისის ქუჩებში გადაადგილდები, არ მხოლოდ ევროპულ, არამედ, უკრაინულ დროშებს ხედავ. მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, საქართველოს მხარდაჭერა და თქვენი მკაფიო პოზიცია რუსული თავდასხმით ომის წინააღმდეგ ძალიან დასაფასებელია.
ჩვენ ვიცით, რა მდგომარეობაშია საქართველო 2008 წლის ომის შემდეგ. ის რომ თქვენ, ამ ყველაფრის მიუხედავად, უკრაინის მხარეს ხართ, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ღირებულებებს, რასაც საქართველო ეფუძნება და იმას, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.
გერმანიაში საქართველოს მიმართ ინტერესი ყველა სფეროში უდიდესია. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის კარი ბოლომდე ღიაა. ახლა მთავარი 12 პრიორიტეტული პუნქტის შესრულებაა. ქართველებმა თვალნათლივ დაამტკიცეს, რომ ეს მათი სურვილია“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ?"- კახა კალაძე
- „ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა" - გიორგი გახარია
- ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 დეკემბრისთვის