"ევროკავშირის დროშა არა მხოლოდ საპროტესტო აქციებზე, ყველა ჩვენგანის გულში ფრიალებს" - ილია დარჩიაშვილი ანალენა ბერბოკს
ევროკავშირის დროშა არა მხოლოდ საპროტესტო აქციებზე, ყველა ჩვენგანის გულში ფრიალებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ისტორიული, ცივილიზაციური არჩევანია.
„ქალბატონო მინისტრო, დიდი მადლობა მხარდამჭერი გზავნილებისთვის. მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირის დროშა არა მხოლოდ საპროტესტო აქციებზე, ყველა ჩვენგანის გულში ფრიალებს, რადგან ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ისტორიული, ცივილიზაციური არჩევანია. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გაქვს ამ მიმართულებით თქვენი ძალიან ძლიერი მხარდაჭერის. მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ. თქვენი ჩამობრძანება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში, ძალიან აუცილებელი და დროული“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან