"ჩემს თავს ამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ ვხედავ, დამოუკიდებელი დეპუტატი ვიქნები"
„ნაციონალურ მოძრაობის“ დატოვებაზე გადაწყვეტილება მიღებული მაქვს და ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება, – ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„მე ვისაუბრე ძალიან ვრცლად ყველა იმ მიზეზზე და ზოგადად, ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა დასრულდა. ამას უახლოეს პერიოდში ოფიციალურად გავაფორმებ ფრაქციაზე, შემდეგ პარტიიდან და ა.შ. ოფიციალური ნაწილი, რა მომენტში მოგვარდება, არ ვიცი“, – აღნიშნა დეკანოიძემ.
ამასთან, დეკანოიძემ პარტიიდან წასვლის მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ზოგადად შეუთანხმებლობა აქვს პარტიის მენეჯმენტთან მნიშვნელოვან და პრინციპულ საკითხებზე.
„ზოგადად, ძველი პარადიგმით მართვა და ისევ ძველ პარადიგმაში გადასვლა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ არგებს. ეს ჩემი პოზიციაა და ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ჩემი მხრიდან სწორი იყო. მე ჩემს თავს ამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ ვხედავ. დამოუკიდებელი დეპუტატი ვიქნები“, – განაცხადა დეკანოიძემ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან