"სააკაშვილი დანიშნულებას თუ მიიღებს, ჯანმრთელად იქნება, მაგრამ ეს არ შეესაბამება რევოლუციურ ამოცანებს"
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ამოცანა განსხვავდება ექიმების ამოცანისგან.
ვოლსკის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და გარემოცვა არ იზიარებენ ამოცანას, რომ ექიმების დანიშნულება შესრულდეს და სააკაშვილი გადარჩეს.
„ოჯახის ამოცანა სულ სხვაა და განსხვავებულია იმისგან, რაც გააჩნიათ ექიმებს. სააკაშვილი რომ გადარჩეს და ექიმების დანიშნულება შესრულდეს, ეს ამოცანა გაზიარებული არ არის არც გიული ალასანიას მხრიდან და არც სააკაშვილის გარემოცვისგან. თავად სააკაშვილიც გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში. დანიშნულებას თუ მიიღებს, ჯანმრთელად და კარგად იქნება, მაგრამ ეს არ შეესაბამება იმ რევოლუციურ ამოცანებს, რომლებიც ვანო მერაბიშვილის კომიტეტს აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან