"ქართულ ოცნებას“ ქვეყნის რუსეთისკენ წათრევის მცდელობა ჰქონდა, რაც არ გამოუვიდათ ქართველი ხალხის გამო"
„ქართულ ოცნებას“ მცდელობა ჰქონდა ქვეყნის რუსეთისკენ წათრევის, რაც არ გამოუვიდათ ქართველი ხალხის გამო, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ხალხის ძალის“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ საუბრისას, საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, პოზიციის შეცვლა მთავარი მაჩვენებელია, როგორ გაანადგურა „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი პარლამენტი, პარლამენტარიზმი.
„„ქართულ ოცნებას“ ქვეყნის რუსეთისკენ წათრევის მცდელობა ჰქონდა, რაც არ გამოუვიდათ ქართველი ხალხის გამო. ისინი ამაზე ძალიან დაბოღმილი და გაბრაზებული არიან და ეცდებიან, რომ ახალგაზრდები დასაჯონ ამ ურჩობის გამო. დასჯის მთავარი ინსტრუმენტია ე.წ. ჯარის ფეიკრეფორმა, რისი მეშვეობითაც ამ ხალხს შერჩევითაც ამოკრებენ და ამით დაემუქრებიან. მათი პროტესტის გატეხას ეცდებიან. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ახალგაზრდები ხვალ აქციაზე გამოვიდნენ, გაუქმდეს სავალდებულო მონობა. მათი პოზიციის შეცვლა მთავარი მაჩვენებელია იმის, როგორ გაანადგურა „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი პარლამენტი, პარლამენტარიზმი. ერთ დღეს 76 კაცს ღილაკზე მიაჭერინეს ხელი და მეორე დღეს – მეორეზე. ეს რამდენიმე დღის შუალედით გააკეთეს. პარალელურ რეჟიმში უარს არ ამბობენ იმაზე, რის გამოც არის პროტესტი, რუსული სტილით მმართველობაზე. ბოდიშის მოხდაც კი უცნაური იყო. თავისი სიტყვები უკან წაიღეს და გავარდნენ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
პარლამენტმა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მეორე მოსმენით ჩააგდო.
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
- საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
- ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ