ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს
ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტმა კენჭისყრაზე პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 13 წინააღმდეგი იყო.
კანონპროექტები წარდგენილია „ხალხის ძალიდან“ დეპუტატების - სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა პარლამენტსა და პარლამენტს გარეთ მწვავე პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა